მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და მათ გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას პირველი კლასიდან ასწავლიან.
სკოლის I კლასის მოსწავლეები, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში - პროექტის - „დედამიწა ჩემი სახლია“ აქტივობებში ჩაერთნენ.
პირველკლასელებმა, კლასის დამრიგებელ ლალი კობახიძესთან ერთად შექმნეს კედლის გაზეთი, მოაწყვეს პატარა დისკუსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ასევე დაალაგეს და ნარჩენებისგან გაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ამ პროცესებში თითოეული მოსწავლე დიდი სიხარულით ჩაერთო. გარემოსადმი ზრუნვამ მათში ბუნებისადმი სიყვარული კიდევ უფრო გააძლიერა.
„22 აპრილი დედამიწის დღეა, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დედამიწის გადარჩენას!“, „არ გავჩეხოთ ტყე!“, „დავრგოთ მწვანე ნარგავები!“, „გვახსოვდეს მწვანე საფარი, დედამიწის ფილტვებია!“, -ასეთია მოსწავლეთა გზავნილები.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.