სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლაში, წარმატებული კურსდამთავრებული სპორტსმენების სახელობის დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა
10-05-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება აქტიურობას არც უქმე დღეებში წყვეტს. 

ახლა, როდესაც სასწავლო პროცესი, უქმეების გამო, შეწყვეტილია, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები და მოსწავლეები ახმაურდნენ. 

სასკოლო პროექტის - „მისდიე სპორტს, იყავი ჯანმრთელი“ ფარგლებში, სკოლის დირექციამ ორი სპორტსმენის: ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონის - ლუკა ქაშიბაძისა და ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონის - მარიამ მაისურაძის სახელობის სპორტული დარბაზების გახსნა გადაწყვიტა.

რატომ მაინცდამაინც არდადეგების პერიოდში? - ამ კითხვას სკოლაში შემდეგნაირად პასუხობენ: „იმიტომ, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს - ლუკასა და მარიამს ვარჯიშები და შეკრება 9 მაისიდან ეწყებათ. ისინი მხოლოდ სააღდგომოდ იყვნენ მშობლიურ ქალაქში სტუმრად“.

აღნიშნული სპორტული დარბაზი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სკოლის მოსწავლეები მათ სპორტული ცეკვით, მხიარულებითა და ფრენბურთის შეჯიბრით შეხვდნენ. სპორტსმენმა კი სკოლას, მადლობის ნიშნად, ფრენბურთის ბურთები უსახსოვრეს.

სკოლაში საპატიო სტუმრად იმყოფებოდნენ: სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელი - ირაკლი კუჭავა, სპორტული გაერთიანების ძალოსნობის დამსახურებული მწვრთნელი - გურამ მამიაშვილი, სკოლის პედაგოგები და სპორტსმენების ახლობლები.

სკოლის დირექტომა ფაქიზო ფანჩულიძემ დადებითად შეაფასა დღე და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები - მოსწავლეთა ხელთნაკეთი ნივთები, გადასცა. დირექტორმა სპორტსმენებსა და სკოლას სამომავლო წარმატებები უსურვა. 

„ეს დღე იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ პირველი საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ხელს ვუწყობთ სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება-ხელშეწყობას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება