მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული განათლების მიცემას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. აღსანიშნავია, რომ პედაგოგები ბავშვებს საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, გრძელვადიან სასკოლო პროექტ „კონფლიქტების მართვის“ ფარგლებში, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ, ისტორიის, მოქალაქეობის, გეოგრაფიის პედაგოგებისა და საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეების ( მე-7 მე-9 მე-10 კლასები) ჩართულობით, განახორციელა საინტერესო აქტივობა „პიროვნებები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“.
3 საგნის ინტეგრირებით პედაგოგებმა მოსწავლეებს გააცნეს მაჰათმა განდის, მარტინ ლუთერ კინგის, ნელსონ მანდელას ცხოვრება და მოღვაწეობა. შეჯერებული და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაცია და კედლის გაზეთი. მათ, ასევე ისაუბრეს აღნიშნული პიროვნებების მოღვაწეობასა და როლზე თუ როგორ შეიძლება არაძალადობრივი ჰუმანური მეთოდებით მიზნების მიღწევა.
აქტივობის პრეზენტაციას ესწრებოდა სასკოლო საზოგადოება.
აქტივობის ხელმძღმანელები: ისტორიის მასწავლებლები - დარეჯან ფუტკარაძე, მინდია მაცაბერიძე, მოქალაქეობის პედაგოგები: ნონა ბაბუაძე, მაგდა გოგბერაშვილი და გეოგრაფიის მასწავლებელი-ლია ქათამაძე გახლდნენ.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.