სიახლეები
სკოლები

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ხის სათამაშოების საწარმოს სტუმრობდნენ
10-05-2024
-
+


დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო და მამოტივირებელი აქტივობები იმართება. 

ამჯერად, მე-8 კლასის დამრიგებლის - სოფიკო ალადაშვილის ორგანიზებით, მოსწავლეები დედოფლისწყაროში არსებულ ხის სათამაშოების საწარმოში - „ცაცია ოსტატი“, იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებს საწარმოს ხელმძღვანელმა შოთა შანშიაშვილმა უმასპინძლა. იგი მოსწავლეებს საწარმოს დაარსების იდეასა და შემდგომში ამ იდეის განხორციელებაზე ესაუბრა. მანვე მოსწავლეებს აჩვენა ის დაზგა-დანადგარები, რომელთა მეშვეობითაც სათამაშოებისთვის დეტალები იჭრება. გარდა ამისა, მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„არაფორმალური განათლება სკოლაში ფორმალური განათლების ხელშეწყობის ეფექტური მექანიზმია. არაფორმალური განათლების აქტივობები და ღონისძიებები ხელს უწყობს თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა გასვლითი აქტივობა. 
მადლობას ვუხდით ბატონ შოთას, თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება