TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

„გაუუქმდეს ავტორიზაცია!“ - რომელ სკოლებს შეეხო საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილებები
21-05-2024
-
+


ავტორიზაციის საბჭო საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხებს ინტენსიურად განიხილავს და ეს დოკუმენტები განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება; ძირითად შემთხვევებში დასკვნა დადებითია, თუმცა 2024 წლის პირველი იანვრიდან ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას დადებითი შეფასება არ მიეცა. 

საბჭოს გადაწყვეტილებით, სპს სენაკის ქართულ-ევროპული სკოლა N1-ს ავტორიზაციაზე უარი ეთქვა. დოკუმენტში ვკითხულობთ:

სპს სენაკის ქართულ-ევროპული სკოლა N1-ის მიერ თვითშეფასების კითხვარში ასახული ინფორმაციის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, ავტორიზაციის საბჭოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბჭომ გადაწყვიტა: სპს სენაკის ქართულ- ევროპული სკოლა N1-ს (ს/კ: 239867872) უარი ეთქვას ავტორიზაციაზე; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2024 წლის 19 აპრილის N447479 სხდომის ოქმის პირველი ნაწილი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის შეტანის გზით (შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64)“.

ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - შპს ალბიონს გაუუქმდა ავტორიზაცია

„დაწესებულების მიერ წარმოდგენილი განაცხდის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, მე-14 მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულების” მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბჭომ გადაწყვიტა: შპს ალბიონს (ს/კ: 200072152) გაუუქმდეს ავტორიზაცია“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება