მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში ხშირად იმართება საღამოები, რომლებიც ემოციების გარეშე არავის ტოვებს და ღრმად ილექება სრულიად სასკოლო საზოგადოების მეხსიერებაში.
ამის დასტურია, პოეზიის საღამოებიც, ამჯერად კი თემა სიყვარული გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჩატარდა სკოლის დირექტორის ნელი მექვაბიძის დიდი ძალისხმევით და ხელშეწყობით. საღამოს ხელმძღვანელი კი, პედაგოგი მედეა ქურდაძე გახლდათ, რომელიც ამაყია, რომ არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და კლუბური მუშაობა, ლიტერატურული კლუბის დაარსებით განაახლა სკოლაში.
პედაგოგი დიდი მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა შთამბეჭდავი საღამოს გამართვაში და აანონსებს, რომ სასკოლო საზოგადოებას წინ კიდევ მრავალი დაუვიწყარი ღონისძიება ელოდება.
„მადლობა, მათ, ვინც დაგვესწარით, მოგვისმინეთ, მადლობა მათ, ვინც წიგნები გვაჩუქეთ, ჩვენ მიერ წამოწყებულ მარათონს შემოურთდით და სასკოლო ბიბლიოთეკის გამდიდრებაში შეგვიწყეთ ხელი, მადლობა, მათ, ვინც დაინახეთ ჩვენი რამდენიმე თვიანი უგონო შრომა და მთლიანი ღონისძიების იდეა, მადლობა, მათ, ვისაც გიყვართ პოეზია, ჩვენ სწორედ თქვენნაირი ადამიანებისთვის ვიშრომეთ, მადლობა უნიჭიერეს მონაწილეებს და ბოლოს, დიდი მადლობა Nini's Nail Art-ს, რომელმაც სრულიად უფასოდ გაალამაზა გოგონები ამ დღისთვის.
მიხარია, რომ არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და კლუბური მუშაობა, მე, ლიტერატურული კლუბ „ბიბლიოფილების“ დაარსებით განვაახლე რუისის N2 საჯარო სკოლაში.
წინ, ჯერ კიდევ, დიდი გზა და უამრავი იდეაა, თქვენი გვერდში დგომის იმედით, ერთობლივად და გუნდურად ბევრ რამეს შევძლებთ ჩვენი სკოლისა და თემის სასარგებლოდ“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.