სიახლეები
სკოლები

იგოეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნასწავლი თემა თამაშ-თამაშით შეაჯამეს
13-05-2024
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს და არაერთ სასწავლო სტრატეგიას სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, პირველკლასელთა ბუნებისმეტყველების მორიგი საინტერესო გაკვეთილი. პატარებმა ნასწავლი თემა - „სმენის ორგანო - ხმაურიანი და უხმაურო საგნები“,  თამაშ-თამაშით შეაჯამეს. 

გაკვეთილი მოიცავდა ცდას და საინტერესო პრაქტიკულ სამუშაოს. 

„ცდის ჩატარება მარტივია“ - გვეუბნებიან სკოლაში და გამოცდილებას გვიზიარებენ - „დაგჭირდებათ თუნუქის ყუთი, ჩვენ გამოვიყენეთ ყავის ყუთი (მეორადი გამოყენება და მდგრადი მიზნები), ყუთში მოსათავსებელი განსხვავებული ზომის. ფორმის და რაც მთავარია სხვადასხვა მასალის ნივთები. თითოეულ ნივთს ვათავსებდით ყუთში, შევარხევდით, ვაკვირდებოდით როგორ ხმას გამოსცემდა, ბოლოს დავაჯგუფეთ ხმაურის მიხედვით“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო და სახალისო სასწავლო აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება