მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედამიწა რომ ჩვენი საერთოს სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათ პედაგოგები გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ზრდიან.
22 აპრილს, ბერძენაულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. მოსწავლე-მასწავლებლებმა ისაუბრეს დედამიწის დღის მნიშვნელობასა და დაარსების ისტორიაზე.
ბავშვებმა შექმნეს კედლის გაზეთი, გააფერადეს თემატური ნახატები და ეკოლოგიური საკითხების მიმართ საკუთარი აზრი და პოზიცია დააფიქსირეს. მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
მოსწავლე-მასწავლებლებმა გამწვანების ღონისძიებაც მოაწყვეს, დარგეს ხეები და ყვავილები.
„გადავიღეთ ბევრი სამახსოვრო ფოტო და შევთანხმდით, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, რომელზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ მასზე და გავუფრთხილდებით“,- გვიყვებიან სკოლაში.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.