მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და არაფორმალური განათლების პროექტებში წარმატებით მონაწილეობენ.
ახლახან, მე-7 (მასწავლებელი მაია ჩხეიძე) და პირველი-მეორე კლასების მოსწავლეები (მასწავლებელი შორენა დარსაველიძე) English Book Education-ისა და Macmillan Education -ის სააღდგომო გათამაშებას შეუერთდნენ, რომელიც ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს, საბერძნეთის და უკრაინის სააღდგომო ტრადიციების შესახებ და მასწავლებლების ხელმძღვანელობით, საინტერესო და შემოქმედებითი გაკვეთილები მიუძღვნეს ამ დღესასწაულს.
ბავშვებმა მოამზადეს პრეზენტაციები, დაამზადეს პოსტერები, იმსჯელეს რით გავს და განსხვავდება ამ ქვეყნების სააღდგომო ტრადიციები, ასევე დათესეს ჯეჯილი და თავიანთი ხელით შეღებეს კვერცხი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.