სიახლეები
სკოლები

„დედამიწას გაფრთხილება სჭირდება, ის ჩვენი სახლია“ - გარემოს დაცვის მხარდასაჭერი პროექტი კერძო სკოლა „ცოდნაში“
13-05-2024
-
+


კერძო სკოლა „ცოდნას“ პედაგოგები, დირექტორის - ნაზი ნადირაძის ხელმძღვანელობით  პასუხისმგებლიან მოქალაქეებს ზრდიან და მათ საგნობრივ დისციპლინებთან ერთად გარემოს დაცვასა და ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან. 

22 აპრილს მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად დედამიწის დღე აღინიშნება. ადამიანები ამ დღეს ერთიანდებიან საერთო იდეის გარშემო: ერთად იზრუნონ, მოუფრთხილდნენ, მოუარონ  დედამიწას.

თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მრავალფეროვანი აქტივობებით ჩაერთნენ კამპანიაში.

 ბუნების მასწავლებლის - ია ულუმბელაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება, ის ჩვენი სახლია“. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, შექმნეს პოსტერები, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მშობელთა აქტიური მხარდაჭერით დარგეს უამრავი ხე-მცენარე და ყვავილი.

ეკოაქტივობებში მონაწილეობდნენ სკოლა „ცოდნას“ I ბ/გ კლასები (დამრიგებლები: ნინი წერელოვი, ნათია მესხიშვილი); IIა/ბ/გ კლასები (დამრიგებლები: თიკო ბლიაძე, ესმა თევზაძე, ირინა დოლიძე); III ბ/ გ კლასები (ხელმძღვანელები: ლია ბაზაძე, თამარ გოზალიშვილი);  IV/ბ კლასი (დამრიგებელი სალომე ქევხიშვილი) და Vა/ბ კლასები (დამრიგებლები: დარეჯან ცხომარია, ია ულუმბელაშვილი).

მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და ამავდროულად სახალისო აღმოჩნდა, მათ გაითავისეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. 

„ეს ყველაფერი მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, გარემოსადმი პასუხისმგებლობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ემსახურებოდა, რაც სასკოლო განათლების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება