სიახლეები
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა ტურნირში გამარჯვება და გარდამავალი თასი მოიპოვა
13-05-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

11 მაისს, ზურაბ ჩალაბაშვილის (ჩალაბა) ორგანიზებით, დედოფლისწყაროში ფეხბურთის მოედანზე ნახევარფინალური და ფინალური საგაზაფხულო ფეხბურთის ტურნირი - „ენძელას თასი“ გაიმართა. მასში არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები შემდეგი შემადგებლობით ჩაერთნენ: 

  • X კლასი - დავით ხუზაურაშვილი, ნიკა ოგბაიძე, ლუკა ძამაშვილი;
  • XI კლასი - ლუკა სისაური, გოგა კედელაშვილი;
  • XII კლასი - აჩიკო ქავთარაძე, ბაჩო ყაბანაშვილი, ნიკა წიკლაური, გიორგი სისაური, ბექა კვირტიძე.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების ზონალურ შეჯიბრში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობდნენ.

I  ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს - მაჩხაანისა და დედოფლისწყაროს N1 სკოლების გუნდები ეჯიბრებოდნენ. გაიმარჯვება მაჩხაანის გუნდმა მოიპოვა. 

II ნახევარფინალიური შეხვედრა არხილოსკალოს და დედოფლისწყაროს N2 სკოლის გუნდებს შორის გაიმართა, სადაც გაიმარჯვა არხილოსკალოს გუნდმა, ანგარიშით - 6:1. თამაშში 4 გოლი - ბექა კვირტიძემ, ხოლო 2 გოლი - გოგა კედელაშვილმა გაიტანა. 

ფინალურში ერთმანეთს არხილოსკალოსა და მაჩხაანის საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება კი ანგარიშთ, 5:2, 
არხილოსკალოს გუნდმა მოიპოვა. თამაშში 1 გოლი - ბექა კვირტიძემ, 1 გოლი - გოგა კედელაშვილმა, ხოლო 3 გოლი - ნიკა ოგბაიძემ გაიტანეს. 

არხილოსკალოს საჯარო სკოლის გუნდს გულშემატკივრობდა სკოლის დირექტორის მოადგილე - ციცინო ჯაფარიძე, ასევე გუნდის წევრების მეგობრები და მშობლები.

სკოლის დირექცია და სრულიად სკოლის თანამშრობლები ულოცავენ ამ გამარჯვებას სკოლის გუნდს, მოსწავლეებს, მშობლებს, სოფელს და უსურვებენ კიდევ ბევრ წარმატებასა და წინსვლას. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
 
 





კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება