სიახლეები
სკოლები

გარემოს დაცვის მხარდასაჭერი მასშტაბური პროექტი ანდეზიტის საჯარო სკოლაში
13-05-2024
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ მოსწავლეთა გარემოსდაცვითი საქმიანობის წახალისებას ემსახურებოდა, ქართული ენის მასწავლებლის - ლალი ხუციშვილის ინიციატივით ჩატარებული მორიგი საინტერესო სასკოლო აქტივობა-პროექტი, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა. 

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანასკოლელები გამოიწვიეს. 

გამოწვევა მთელმა სკოლამ აქტიურად აიტაცა და საინტერესო და მრავლისმომცემი აქტივობებით ყველა კლასი და მასწავლებელი ჩაერთო.

მესამე კლასის მოსწავლეებმა დაწერეს ესეები, შექმნეს ნარჩენებისგან სხვადასხვა თვალსაჩინოებები, თითქმის ყველა კლასის მოსწავლემ სკოლაში გამოაკრა პოსტერი, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს დაბინძურებული ზღვისა და ხმელეთის იმიტაცია, მოეწყო დასუფთავების აქცია და კიდევ ბევრ სხვა აქტივობასთან ერთად საბოლოო შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა ეს შრომატევადი მუშაობა.

ღონისძიების ორგანიზატორი მადლობას უხდის ყველას ვისაც ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 

„მადლობა ადმინისტრაციას, პირადად დირექტორ ზოია თიგიშვილს, თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს იდეის სისრულეში მოყვანის ხელშეწყობისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება