მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის N20 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
სკოლაში, ამჯერადაც გრძელდება სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობების განხორციელება.
მე-6 გ კლასის მოსწავლეებმა და მათემატიკის მასწავლებელმა - ნინო მარგველაშვილმა, სკოლაში ფრანგი მწერლის - კაროლინ მარშალის ზღაპრის: „რობიკო მრავალკუთხედების ქვეყნიდან“ მიხედვით, საინტერესო წარმოდგენა დადგეს.
წარმოდგენა იყო შემეცნებითი და ძალიან დასამახსოვრებელი. ზღაპარში მოსწავლეებმა გააცოცხლეს გეომეტრიული ფიგურები.
„მათ საინტერესოდ გადმოსცეს ამ ფიგურებთან დაკავშირებული ცნებები და განსაზღვრებები“, - გვიყვებიან სკოლაში.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.