აბიტურიენტები 3 საგამოცდო საგნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - naec
14-05-2024
დაკოპირებულია
-
+
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებტან მორიგ შეხვედრას აანონსებს. ცენტრის განმარტებით აპლიკანტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საგნების ჯგუფების ხელმძღვანელები უპასუხებენ.
„14 მაისს, 15:30 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით აბიტურიენტებისათვის კიდევ ერთი ონლაინ ღია კარის დღე ჩატარდება. გამოსაცდელების კითხვებს ამჯერად საბუნებისმეტყველო საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ჯგუფების ხელმძღვანელები უპასუხებენ. შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams - ის პროგრამის საშუალებით გაიმართება“, - აღნიშნულია განცხადებაში.