მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა როგორც ცოდნის, ისე მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. მათ შორის, ღონისძიებები ეძღვნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებს.
ცხადია, რომ ყურადღების მიღმა არც 9 აპრილი დარჩენილა, ტრაგიკულ მოვლენას, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ჩაუყარა საფუძველი.
სკოლაში ეს დღე ღონისძიებით - „მადლობა თავისუფლებისათვის“, აღინიშნა.
მოსწავლეებისთვის ეს დღე ძალიან ემოციური აღმოჩნდა, მათ გაიხსენეს ის მძიმე მოვლენები, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და კიდევ ერთხელ გაიზიარეს ის სიხარული, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამ მოუტანა ერს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.