მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პასუხისმგებლიან მოქალაქეებს ზრდიან და მათ საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან.
22 აპრილს, პროექტის - „დედამიწის პატარა მცველები“ ფარგლებში, მეორე კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულში, ხელოვნებასა და ბუნებაში.
გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია დედამიწის დაცვის თემაზე, ასევე მოკლემეტრაჟიანი ვიდეოფილმები, დისკუსია-მსჯელობა.
დისკუსიის ფარგლებში „პატარა მცველებმა“ მასწავლებლებთან ერთად სხვადასხვა ტექნიკით დაამზადეს რესურსები, გააცნობიერეს მათი როლი დედამიწის დაცვა-მზრუნველობის საქმეში.
მოსწავლეებმა აამეტყველეს დედამიწა, ასევე მიმართეს მადლიერებით და დაჰპირდნენ, რომ იქნებიან „დედამიწის მცველები“.
სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ლანა ბლიაძე, ქეთი მთიულიშვილი, ნათელა თაღიაშვილი, რომლებიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.