მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობენ.
მათ შორისაა, ყუმურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სალომე თვალაბეიშვილი, რომელიც შეუერთდა მუხრან მაჭავარიანის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ დეკლამატორთა რეგიონულ კონკურსს - „შენ სისხლო ჩემო“. მას, როგორც კონკურსის წარმატებულ მონაწილეს, სამახსოვრო პრიზი და დიპლომი გადაეცა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ სალომეს წარმატებულ გამოსვლას ფართო აუდიტორიის წინაშე! ჩვენი მოსწავლეები ჩვენი სიამაყეა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.