სიახლეები
სკოლები

„გააზიარე ლიტერატურა და სიყვარული“ - წიგნიერების დღესასწაული მუქედის საჯარო სკოლაში
14-05-2024
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლაში  მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე და კითხვის სიყვარულის გაღვივებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ.

ცხადია, რომ სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეც განსაკუთრებულად აღინიშნა. 

„წიგნები აზრის ხომალდებია, ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას“, - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებული მოსწავლეები „წიგნის ჩუქების“ კამპანიას შეუერთდნენ. 

„აჩუქე წიგნი, გააზიარე ლიტერატურა და სიყვარული“, - ასეთი გახლდათ მოსწავლეთა გზავნილი. 

მოსწავლეებმა, წიგნის მეგობრებმა გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და საყვარელი წიგნებიც უსახსოვრეს. 

ცნობისთვის, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.

იხილეათ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება