მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადსხვა საგანმანთალებლო ინიციატივებში.
მოსწავლეები 30 აპრილს შეუერთდნენ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში ჩატარებულ მუხრან მაჭავარიანის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე გაიმართა ნორჩ დეკლამატორთა კონკურსი - „შენ სისხლო ჩემო“ და კალიგრაფიის კონკურსი - „ქართული ხელნაწერი“.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში ვანის მუნიციპალიტეტის სახელით ღირსეულად წარდგნენ ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები: დავით კიკუტაძე და ტატო სოსელია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორივე მოსწავლემ მოიპოვა წარმატება და ჟიურის გადაწყვეტილებით გადავიდა ფინალურ ტურში. ისინი დასაჩურდნენ დიპლომებით, სუვენირებითა და სხვა ფასიანი საჩუქრებით.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს და დიდ მადლობას ვუხდით ვანის კულტურის სამსახურს მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.