მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გურული კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის სხვადასხვა შემეცნებით, საგანმანათლებლო სახის შეხვედრებს აქტიურად ესწრება და ცოდნას მუდმივად იმაღლებს.
ამჯერად, ის 9 მაისთან დაკავშირებით, შემეცნებით ლექციას დაესწრო. პედაგოგებისათვის ორგანიზებული პროგრამის ფარგლებში, მან მოისმინა ლექცია თემაზე - „ჰიტლერის მმართველობა გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის წინაპირობები“.
„ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისი აღვნიშნე საინტერესო და შემეცნებითი ლექციის მოსმენით. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობის ორგანიზატორი იყო „გენოციდის, ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების კვლევითი ცენტრი“ და „სამოქალაქო განათლების ცენტრი“, - გვიყვება დირექტორი.
სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები 9 მაისს აღნიშნავენ. თარიღი საქართველოს მთავრობის დადგენილებით უქმე დღედ არის გამოცხადებული.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.