მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან. შესაბამისად სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება.
ცხადია გამონაკლისი არც ქართული ენის დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
მოსწავლეებმა მოამზადეს ანბანის თემატიკაზე ნახატები, წაიკითხეს ლექსები, დაწერეს ჩანახატები დედაენის თემაზე, რომელთაგან საუკეთესო რაიონულ ღონისძიებაზე წარადგინეს. მათ შექმნეს კედლის გაზეთები სახელწოდებებით - „არა ბარბარიზმებს“ და „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“. კედლის გაზეთები ასევე წარადგინეს რაიონულ ღონისძიებაზე.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.