მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამრიდონ ჩეგიანის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ არა მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ სხვადასხვა საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ახალახან, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პატარა ირაგის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბ „თანასწორობის“ ინიციატივით, მე-9 კლასმა პედაგოგ გურიელ თამლიანთან ერთად განახორციელა პროექტი ერთ- ერთ აქტუალურ თემაზე - „კიბერბულინგი“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს მრავალფეროვანი აქტივობები: ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა პროექტის დასაგეგმად, შექმნეს ბუკლეტები და ინფოგრაფიკები და დაარიგეს მოსწავლეებში, მოამზადეს პლაკატი, ნახატები, სლოგანები და განათავსეს კედლის გაზეთზე. მოამზადეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს: რა არის კიბერბულინგი და როგორ დავიცვათ თავი მისგან.
ბოლოს კი დამსწრე საზოგადოებასთან ერთად გაიმართა დისკუსია- მსჯელობა!
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.