„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი რაჭაში გრძელდება. 14 მაისს ღონისძიებას ონის საჯარო სკოლა მასპინძლობს.
ინტელექტისა და ცოდნის გამოვლენაში ერთმანეთს ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებიან.
აღსანიშანავია, რომ ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“. თითოეული გუნდი 4 მოსწავლისგან შედგება. გუნდებს ჰყავთ არჩეული კაპიტანი მოსწავლე, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა აკისრიათ.
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ონის 10 გუნდი და 40 მოსწავლე ეჯიბრება.
ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ.
კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა მანანა ჩაგელიშვილმა და ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნინო მეტრეველმა.
ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.