მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართება.
მათ შორის იყო ჩაის ნაციონალური დღისადმი მიძღვნილი საინტერესო გაკვეთილი, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
სკოლის X კლასის მოსწავლეები და ინგლისური ენის მასწავლებელ ირინე წიკლაურის ხელმძღვანელობით, გაკვეთილზე გაეცნენ ტექსტს „ჩაის ნაციონალური დღე“ და შეასრულეს შესაბამისი აქტივობები.
პარალელურად, მასწავლებელმა გაამზადა ჩაი მოსწავლეებისთვის. გაკვეთილის მიზანი იყო ინგლისური ტრადიციების გაცნობა და წაკითხულ ტექსტში არსებული ზოგიერთი ასპექტის პრაქტიკულ დონეზე აღქმა.
გაკვეთილს ესწრებოდა კლასის დამრიგებელი ლეილა წიკლაური.
დღემ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ ჩაის ნაციონალური დღე ინგლისში აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.