მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
ამის დასტურია ისიც, რომ პირველკლასელებმა ანბანი საზეიმოდ გააცილეს.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, ულამაზესი გარემოში, ყვავილებით მორთულ დარბაზში მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო.
„პირველკლასელები „მოეფერნენ“ ანბანს, მათმა ხელმძღვანელმა, შემოქმედებითმა, ნიჭიერმა მასწავლებელმა ულამაზესი ზეიმი მოუწყო მსმენელს თავის მოსწავლეებთან ერთად“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ზეიმზე ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„ბედნიერი პირველკლასელები... დიახ, აქაა ყველაფერი ის, რაც შეეფერება აღნიშნულ დღეს, ანბანის გაცილებას, ანბანისა, რომელიც არის სათავე მათი ცოდნის, მამულიშვილობის, რაც ამაყ და ბედნიერ თაობად აქცევს მათ“, - გვიყვებიან სკოლაში.
დამსწრე საზოგადოება მოსწავლეთა უნარებით აღფრთოვანებული დარჩა.
„ვისმენდით და სიამაყით ვივსებოდით, რომ ყოველ წელს საოცარი ბავშვები მოდიან, რომლებიც, ზუსტად ვიცით, სიამაყით აგვავსებენ მომავალში“, - ამბობენ სკოლაში.
სკოლის დირექტორმა - ერვანდ ვარდერესიანიმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა ზოგადად, ანბანის წარმატებით შესწავლის მნიშვნელობა და მიულოცა აღნიშნული დღე პატარებს.
ღონისძიება ემოციებით სავსე იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.