მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა ისტორიის გამოცდაზე? - გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას.
ტესტი შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს:
ტესტში ვეღარ შევხვდებით ქრონოლოგიურ დავალებებს და ბრძოლის სქემებს, ხოლო, ილუსტრაციის ანალიზი ცალკე დავალებად არ იქნება მოცემული;
ე.წ. თეორიული დავალებების რაოდენობა 15-დან გაიზარდა 35-მდე. ამასთან, ზოგიერთი დავალება მოცემული იქნება ილუსტრაციის თანხლებით;
შეიცვალა რუკებთან დაკავშირებული კითხვების ფორმატი და რაოდენობა: ამიერიდან რუკასთან მოცემული იქნება 6 არჩევითბოლოიანი კითხვა;
ტესტში დარჩა ე.წ. ახალი ტიპის დავალება იმ განსხვავებით, რომ კითხვების რაოდენობა ოთხამდე შემცირდა: დავალებაში იქნება ისტორიული მოვლენის, პირის ან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნის მიზეზი (1 ქულა), შედეგი (1 ქულა) და მათი ისტორიული ანალოგია თავისი ორი არგუმენტით (2 ქულა). კითხვა, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი ან უარყოფითი შედეგის მომტანი კონკრეტული მოვლენა, დოკუმენტი და ა.შ. კვლავ შეგვხვდება, თუმცა, გამოყენებული იქნება ხან ერთი, ხან მეორე და პასუხი შეფასდება 1 ქულით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“