სიახლეები
სკოლები

ჩხენიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ეკოაქტივობები 
15-05-2024
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

შესაბამისად, დედამიწის დღე სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობით აღინიშნა. 

ჩხენიშის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, მარიამ მამფორიამ, VII, VIII, IX და X კლასების მოსწავლეებთან ერთად განახორციელა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები.

მოსწავლეებმა განიხილეს დედამიწისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, განსაკუთრებით ეკოლოგიური საფრთხეები და მათი აღმოფხვრის გზები.

მოსწავლეებმა დაამზადეს შესაბამისი ვიზუალური მასალები, საერთო კედლის გაზეთი და მოამზადეს საინფორმაციო დაფა. სხვადასხვა აქტივობა, მოსწავლეებთან ერთად, მოამზადეს პედაგოგებმა - ნინო ახობაძემ და მარიკა სტურუამ.

სკოლაში მოსწავლე-მასწავლებელთა აქტიურობა ახარებთ. 

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქალბატონ მარიამს, ქალბატონ ნინოსა და ქალბატონ მარიკას საინტერესო აქტივობებისათვის“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

დედამიწის დღე აღნიშნეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმაც. პირველი კლასის მოსწავლეებმა „ფერადი აქტივობით“ გაალამაზეს ეს დღე და წარმოადგინეს დედამიწის სხვადასხვა მოდელი. მე-2- მე-3 კლასელებმა პირობა დადეს, რომ გაუფრთხილდებიან დედამიწას და თავიანთი პატარა ხელების კვალიც დატოვეს ფორმატზე, ნიშნად იმისა, რომ იზრუნებენ დედამიწაზე. მეოთხეკლასელებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ეკოსაკითხებთან დაკავშრიებით. შექმნეს კედლის გაზეთი გარემოსდაცვითი სლოგანებით. მეხუთეკლასელებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ინტერნეტში მოიძიეს სხვადასხვა ფოტო, რომლის მიზანი იყო გაევრცელებინათ მესიჯი, რომ დედამიწას გაფრთხილება სჭირდება.

„დღე იყო მიზანმიმართული და შემეცნებითი. ბავშვებს კიდევ ერთხელ აუმაღლდათ ცნობიერება, რომ თითოეული ჩვენგანი დედამიწის პატრონია. დღე იყო ფერადი და მხიარული. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქალბატონ მარიკა სტურუას საინტერესო ღონისძიებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „ბუნების მცველები“, რომლის წევრები აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობაში არიან ჩართულნი. 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კვირეულის ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებლის - ელენე დავითიანის ხელმძღვანელობით, განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა. კერძოდ, გამოუშვეს კედლის გაზეთები, მოეწყო ნახატების გამოფენა, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, გამართეს პრეზენტაციები, მოეწყო საინფორმაციო- შემეცნებითი შეხვედრები სასკოლო საზოგადოებასთან, მოაწყევს ეკოაქციებიც, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სკოლის ეზოში დარგეს მცენარეები. აიმაღლეს ეკოლოგური ცნობიერება და ყველას მოუწოდეს თავიანთი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში, რათა გადაარჩინონ დედამიწა, რომელიც ჩვენი სახლია.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობა უხდის ელენე დავითიანსა და კლუბის წევრებს საინტერესო კვირეულისთვის.

დედამიწის დღე 1970 წლიდან, ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება. გლობალურ ღონისძიებას 1990 წლიდან საქართველოც შეუერთდა. ამ დღეს მასშტაბურად ტარდება სხვადასხვა გარემოსდაცვითი და შემეცნებითი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება