მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატება განსაკუთრებით ახარებთ, მათი მიღწევები დაფასებული და წახალისებულია.
სკოლის ერთ-ერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეა მე-7 კლასელი სანდრო გურგენაძე. მოსწავლე განსაკუთრებული მუსიკალურობით გამოირჩევა, ის ერთ-ერთ პოპულარული მუსიკალური პროექტის - „რანინას“ მონაწილეა, სადაც შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა, საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და პედაგოგებსა და თანასკოლელებს სიამაყის საფუძველი მისცა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
„ბედნიერებაა, როცა ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე სანდრო გურგენაძე ასეთ დიდ წარმატებას აღწევს. სანდრო, შენ უკვე ჩამოყალიბებული მომღერალი ხარ, სულს რომ ჩასწვდება ისე მღერი! გვეამაყები ჩვენო ნიჭიერო“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობას ამაღლებს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.