სიახლეები
სიახლეები

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ბავშვებზე მეტად უფროსებს გაუმართლათ
02-06-2018
-
+


წელს, უკვე მეოცედ თბილისში, ექსპო ჯორჯიას პავილიონში „თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი“ მიმდინარეობს. ფესტივალი 31 მაისს დაიწყო და 3 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

„თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს“ Etaloni.ge-ს ჟუნალისტიც სტუმრობდა. ის თავად მოგიყვებათ ფესტივალის მიმდინარეობის შესახებ. 

ფესტივალს 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვესტუმრე, ალბათ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ყველაზე გამორჩეული გარემო დამხვდა. ჯერ კიდევ ეზოში შესულ სტუმრებს სხვადასხვა ზღაპრის გმირები ეგებებოდნენ, რომლებსაც პატარა ბავშვები სიხარულით დასდევდნენ. პირადად მე, სპაიდერმენმა დამიკრა თავი... სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიბენი იმდენად ზღაპრული და ბავშვური გარემო იყო, ცოტა ხნით დამავიწყდა, რომ ფესტივალს წიგნების შესაძენად და რეპორტაჟის გასაკეთებლად ვესტუმრე. 

გუშინდელი დღის წიგნის ფესტივალზე აღნიშვნა მშობლისთვის, მართლაც, იდეალური გადაწყვეტილება გახლდათ, რადგან არ შეიძლება ამ ასაკში შვილს წიგნზე უკეთესი საჩუქარი შესთავაზო. პირადად ჩემთვის, ძალიან სასიხარულო იყო, რომ მშობლებთან ერთად უამრავი პატარა დამხვდა, რომლებიც საყვარელი წიგნებით ხელში ამჯერად  სპეციალურად მათთვის შექმნილ გარემოში ერთობოდნენ. 

წელს, განსაკუთრებულად მომეწონა ის ფაქტი, რომ სპეციალურად საბავშვო წიგნებისთვის ცალკე პავილიონი იყო დათმობილი, სადაც მშობლებს შვილებთან ერთად მშვიდად შეეძლოთ მათთვის სასურველი წიგნის ყიდვა და უფრო მეტიც, შვილის რომელიმე ზღაპრის გმირთან გასართობად დატოვებაც კი...

რაც შეეხება წიგნების ღირებულებას, ალბათ, არ არსებობს გამომცემლობისთვის იმაზე უკეთესი გადაწყვეტილება, რომ ამ დღეს მაინც იყოს ფასი შედარებით ხელმისაწვდომი, განსაკუთრებულად საბავშვო წიგნებზე, თუმცა ამ მხრივ დიდად შეცვლილი არაფერი დამხდა. ზოგიერთ საბავშო წიგნს, რომლის ღირებულაც 10-15 ლარზე ნაკლები არ ყოფილა, 90 თეთრი ჰქონდა ფასდაკლება, ზოგსაც 2 ლარი. მაგალითად ერთ-ერთ სტენდზე, სადაც გარკვევით ეწერა 40%-იანი ფასდაკლება წიგნებზე, 10 ლარად ღირებული წიგნი, შეგეძლო 8.50 ლარად შეგეძინა. გამომცემლებს, როგორც ჩანს დაავიწყდათ, რომ ხშირად წიგნებს უკანა ყდაზე აწერია ფასი.

ნათია სურმანიძე (მშობელი): ჩემთვის, პირადად, სამი წიგნი ვიყიდე, აი, ბავშვისთვის კი მხოლოდ ერთი. ძალიან ძვირია საბავშვო წიგნები, მაგალითად „სამი გოჭის ზღაპარი“ ყველაზე იაფი იყო, ფასდაკლებით 5 ლარი ღირდა. მესმის, რომ პოლიგრაფიულად კარგი ხარისხია, მაგრამ მხოლოდ ერთ  პატარა ზღაპარში ამ თანხის გადახდა რთულია...

ვერიკო აბაშიძე (მშობელი): ახალი წიგნების ხათრით წამოვიყვანე ჩემი 8 წლის გოგონა ფესტივალზე, არჩევანი კონცერტსა და წიგნებს შორის გააკეთა, მაგრამ ღირებულების გამო მხოლოდ ერთი წიგნისა და ერთიც საბავშო დღიურის შეძენა შევძელით. მხოლოდ დღიურში 11.90 ლარი გადავიხადე. მესმის რომ ხარისხი კარგია, მაგრამ ამ დღეს მაინც შეიძლება შედარებით იაფი ღირდეს წიგნები. ცოტა იმედგაცრუებული ვარ. 

ბავშვებთან შედარებით უფროსებს უფრო გაუმართლათ, რადგან მთავარ პავილიონში თითქმის ყველა გამომცემლობას საკმაოდ დიდი ფასდაკლება ჰქონდათ წიგნებზე. დიდ პავილიონში სხვადასხვა ლოკაციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი მწერლები კითხულობდნენ თავიანთი ნაწარმოებიდან ნაწყვეტებს. თეატრალურ კუთხეში კი მსახიობ რუსუდან ბოლქვაძეს უსმენდნენ თაყვანისმცემლები... 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოება - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება