მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-8 კლასელებმა სამოქალაქო განათლებაში განვლილი მასალა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ სამაგიდო თამაშით „არჩევნეთი“ შეაჯამეს.
ბავშვებმა ცოდნა წარმოაჩინეს, ახალი უნარები შეიძინეს, დრო კი ხალისიანად გაატარეს.
„არჩევნეთი” ინოვაციური სამაგიდო თამაშია, რომელიც თავდაპირველად შვედეთში შეიქმნა სახელწოდებით „ელექშენვილი”. იგი შვედეთის ინსტიტუტმა შექმნა და მის მიზანს წარმოადგენს, დაეხმაროს სტუდენტებს ინოვაციური თამაშის გზით ქალაქის საკრებულოში მიმდინარე პროცესების გააზრებაში.
აღნიშნული თამაში 2021 წელს მალმოს უნივერსიტეტისა და შვედეთის საელჩოს (Embassy of Sweden in Tbilisi) მხარდაჭერით ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა თარგმნა ქართულ ენაზე და მოარგო ადგილობრივ რეალობას.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რას უნდა ელოდნენ ბაღების თანამშრომლები - „ეცნობოს [...] ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ“
საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა