სიახლეები
სკოლები

ქვედა საზანოს N1 სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი „Ostern in der Welt“ გამოუშვეს
15-05-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-11 კლასში, გერმანულ ენაში, სასკოლო პროექტის - „მე ვარ ტოლერანტი - კულტურული მრავალფეროვნების ნაწილი“ ფარგლებში, კომპლექსური დავალება განხორციელდა.

აქტივობის მიზანი იყო კულტურულ ფასეულობათა მიმართ პატივისცემის გამოვლენის ხელშეწყობა.

მოსწავლეებმა დაამუშავეს სხვადასხვა ქვეყნის: გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ინგლისის და ამერიკის რელიგიური დღესასწაულები და სააღდგომო ტრადიციები. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით მომზადებული პრეზენტაციები კი კლასის წინაშე წარადგინეს.

მათ, ასევე გამოუშვეს კედლის გაზეთი „Ostern in der Welt“- „აღდგომა მსოფლიოში“.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშანვია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია

ეროვნულებზე 100 პროცენტიანი საგრანტო ქულით გასულები ფინანსურ წახალისებას მიიღებენ

„ბაღებში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“ - დოკუმენტი

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

პიროვნება
სკოლები

ლექცია ბატონმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ წაიკითხა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...