მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის განათლებას იღებენ.
„ახალგაზრდა აღმომჩენთა საბუნებისმეტყველო კლუბის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა STEAM კლუბი, რომლის სამუშაო შეხვედრებზე მოსწავლეები გაეცნობიან Arduino-ზე მუშაობის პრინციპებს და განახორციელებენ პროექტებს.
აღსანიშნავია, რომ კლუბის ლიდერია - XI კლასის მოსწავლე ალექსანდრე გიორგაშვილი. კლუბის მეურვე კი, ქიმია-ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი ნინო სააკაშვილი გახლავთ.
სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, დატესტა რესურსები, რომლებიც საპილოტე პროექტის ფარგლებში გადაეცა სკოლას მსოფლიო ბანკის მიერ.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა STEAM კლუბის მოსამზადებელი სამუშაოები.
სკოლაში გაიტესტა საჩუქრად გადაცემული რესურსები, მათი გამოყენებით კლუბის წევრებმა ააწყვეს, როგორც თბილისის ვორქშოპიდან ნასწავლი სქემები, ისე სკოლის საავტორო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბი განსაკუთრებით ამაყობს სენსორის სქემით.
სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ სასკოლო საზოგადოება იზრუნებს მოსწავლეებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სასწავლო პოროცესი.
„ჩემი აზრით, ეს რესურსები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების დაზოგვას, ალტერნატიული რესურსების გამოყენებას და ატარებს მდგრადი განვითარების კონცეფციას.
მსოფლიო გახდა გლობალური, ხელოვნურ ინტელექტზე აქცენტირებული. ადამიანს არ ძალუძს ხელი შეუშალოს ტექნოლოგიურ პროგრესს, პირიქით, უნდა ეცადოს ეს პროგრესი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ვიაზრებთ რა ამ პროცესის გარდაუვალობას, ჩვენი მხრივ შევეცდებით ჩვენს მოსწავლეებში 21- ე საუკუნის უნარების განვითარებას და ამ პროგრესის ორგანულ ნაწილად ქცევას.
ველით ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა ნატალია ბერიაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.