მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ეროვნულ ღირებულებებზე აღზრდას, სწორედ ამ მიზნით განსაკუთრებით აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები.
გამონაკლისი არც ქართული ენის დღე, 14 აპრილი ყოფილა.
მოსწავლებმა ამ დღესთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი სანახაობა მოაწვეს და გაითავისეს, რომ ენა განსაზღვრავს ერის იდენტობას, აღნიშნეს, რომ სწორედ ამიტომ სჭირდება მას განსაკუთრებული დაცვა.
მოსწავლეებმა ისიც დასძინეს, რომ ქართველებს გვაქვს დედაენის დღე და დედაენის ძეგლი, რომელთა მოვლა-პატრონობა თითოეული ჩვენგანის ვალია.
ახალგაზრდებმა ეს დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს, შექმნეს კედლის გაზეთები, დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით წაიკითხეს ლექსები ქართულ ენაზე, იმღერეს ქართული ხალხური სიმღერები და ხოტბა შეასხეს საქართველოს სიმდიდრეს - დედა ენას.
„საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“, - ამ სიტყვებით კი დაგვირგვინდა ღონისძიება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
იხილეთ ვიდეოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.