მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში მოსწავვლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს კითხვას, სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით, დაწყებითი კლასებიდანვე აყვარებენ.
ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. მოსწავლეები ამ დღესთან დაკავშირებით, წამოწყებულ წიგნის ჩუქების კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში, კამპანიის ინიციატორი და იდეის ავტორი გიორგი კეკელიძე გახლავთ.
„წიგნი კაცობრიობის დაგროვილი მეხსიერებაა, რაც უფრო მეტ წიგნს წავიკითხავთ, მით უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ვხდით საკუთარ სამყაროს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ამ დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისურის მასწავლებლებმა, დაწყებითი საფეხურის ბაზაზე, მოაწყეს კითხვის კონკურსი, რომლის ფასილიტატორებიც იყვნენ პედაგოგები, ხოლო საუკეთესო მკითხველები გამოავლინეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, წიგნები და სხვადასხვა სასკოლო ნივთი.
მოსწავლეთა გზავნილები გახლდათ: „გააჩუქე წიგნი!“ „იკითხე ბევრი!“, „იყავი განათლებული!“.
ცნობისთვის, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.