სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნა
15-05-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის საზოგადოებამ თამარ მეფის ხსენების დღე აღნიშნა. 

14 მაისს, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელაბუსელისძის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა გაიმართა. საღმრთო ლიტურგია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ წალკის ეპისკომა გრიგოლმა (კაცია), ტაძრის წინამძღვარ დეკანოზ მირიან სამხარაძესთან ერთად, აღავლინა. 

წირვის შემდეგ, მეუფე გრიგოლმა აკურთხა წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის საძირკველი, რომელიც გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტაძარი მრევლის ძალისხმევითა და კეთილი ადამიანების შემოწირულობით აშენდება.

ტაძრის საფუძველის კურთხევის შემდეგ, გაიმართა საზეიმო სადღესასწაულო კონცერტი, რომლის ჩატარებაც გათვალისწინებული იყო ხელოვნების სკოლის ღია საკონცერტო სცენაზე, მაგრამ უამინდობოს გამო გიმნაზიის სპორტულ დარბაზში გაიმართა. 

ღონისძიებაში ხელოვნების სკოლის ვაჟთა და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლები (ხელმძღვანელები - ტარიელ ხუციშვილი და დალი დაბრუნდაშვილი), ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“ (ხელმძღვანელი - ჯონი დუგლაძე), ხალხურ საკრავთა ანსამბლი (ხელმძღვანელი - მალხაზ ქოიავა), გიტარის კლაისის მოსწავლეები (ხელმძღვანელი - ნინო ამირანაშვილი) და ვოკალური სტუდიის ინდივიდუალური შემსრულებლები (ხელმძღვანელი - მარიამ ლიკლიკაძე) მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებას ესწრებოდა მეუფე გრიგოლი, საპატრიარქოს ოფიალური ვებ-გვერდის ხელმძღვანელი იღუმენი მიქაელი (ბრეგვაძე) და საგურამოს წმიდა ილია მართლის ტაძრის წინამძღვარი - ტარიელ სიკინჭარაშვილი, ასევე ტაძრის მრევლი, გიმნზაიისა და ხელოვნების სკოლის თანამშრომლები, მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები.
 
გიმნაზია სრულიად საქართველოს წმიდა თამარ მეფის სახელობის დღესასწაულს ულოცავს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება