მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით კონფერენციასა და კონკურსში მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორისაა მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი შველიძე, რომელიც 77-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობდა.
კონფერენციას უმასპინძლა თბილისის ქართულმა უნივერსიტეტმა, სადაც ქიმიის სექციაში, მეორე ეტაპზე საქართველოს 10 სკოლიდან გამარჯვებულმა მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები. აღსანიშნავია, რომ მათ შორის, იყო სწორედ, ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის - გიორგი შველიძის ნაშრომი.
მოსწავლე კონფერენციის მესამე ეტაპზე მაქსიმალური ქულით წარდგა. მოსწავლის თემის ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი მარინა ხუსკივაძე გახლავთ.
დირექცია მოსწავლეს კონფერენციაში მიღწეულ წარმატებას ულოცავს და მადლობას უხდის ქიმიის მასწავლებელ მარინა ხუსკივაძეს მოსწავლეთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობისათვის.
„ვულოცავ გიორგი შველიძეს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებ სამეცნიერო კვლევითი ხასიათის ჩვევების განვითარებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შემფასებელმა კომისიამ პრეზენტაციების ავტორები დააჯილდოვა ფასიანი საჩუქრებით და მადლობის სიგელებით.
წელს 77-ჯერ ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო -კვლევითი კონფერენცია, რომლის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, ასევე არაფორმალურ საგანმანათლებო აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, მეცნიერების სხვადასხვა დარგების დასაუფლებლად. მოსწავლეთა შემოქმედების, კვლევის, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.