მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას და მათ წახალისებას იზრუნონ გარემოზე.
სწორედ ამ მიზნით, სასკოლო საზოგადოება შეუერთდა მაშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას.
ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით და სკოლის პედაგოგების: ნატო კვარაცხელიას და ინგა რატიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სკოლის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციაში - „მე ვალაგებ საქართველოს“, მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აქტიურად, ხალისით, მონდომებით და მოტივაციით დაასუფთავეს შერჩეული სხვადასხვა ლოკაცია.
„ვისაც შეუძლია დაალაგოს თავისი ქვეყანა, მას შეუძლია იყოს ყველაფერში წარმატებული“, - მოსწავლეები მწერალ დათო ტურაშვილი ამ სიტყვების ირგვლივ გაერთიანდნენ და გაიაზრეს თითოეული ადამიანის როლი ჯანსაღი ეკოლოგიურის გარემოს შექმნაში.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს, „სადაგი“ ტკბილეულით გაუმასპინძლდა აქციის მონაწილე მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.