მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი-აქტივობა სახელწოდებით - „ჯანსაღი თეფში“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის დანერგვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას - თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება ადამიანის ჯანმრთელობისათვის, შექმნეს საინტერესო პლაკატები, პოსტერები, ბუკლეტები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა, მოსწავლეებმა გამოკითხეს რესპონდენტები და დაურიგეს ბუკლეტები, რომელშიც მოცემული იყო ინფორმაცია ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. კვლევის დასრულების შემდეგ, მოწაფეებმა კვლევის შედეგები ასახეს სვეტოვან დიაგრამაში.
კვლევამ ნათლად აჩვენა პრობლემები ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. პრაქტიკული მუშაობის შემდეგ მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გააკეთეს.
აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდა ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა ახალაია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.