მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და გაჯერებულია საინტერესო პროექტებითა თუ აქტივობებით.
ამჯერად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს სტუმრობდნენ.
საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოქალაქეთა მიღების ცენტრი, მედიაციის სასესიო ოთახები და სასამართლოს სხდომის დარბაზი მოინახულეს.
მოსწავლეებს სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე შეხვდა და სამოქალაქო განათლების მნიშვნელობასა და მოზარდთა დანაშაულობათა სახელმწიფო პოლიტიკისა და პრევენციაზე ესაუბრა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეები დაესწრნენ ერთ-ერთი სასამართლო პროცესის მიმდინარეობას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრას ორგანიზება გაუწია გურძემის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა - კახა ჯგერენაიამ.
ასევე, როგორ სკოლააში აღნიშნავენ დაგეგმილია მოსწავლეთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარება, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
სკოლაში დიდი მადლობას უხდიან სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს - ლევან ნუცუბიძეს, სასამართლოს მენეჯერს - ვაჟა კაჭარავას, მოსამართლის თანაშემწეს - მელანო შალამბერიძეს და სასამართლოს თითოეულ თანამშრომელს გულთბილი მიღებისა და საინტერესო მასპინძლობისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.