სიახლეები
სკოლები

ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშნელობას ნათლად იაზრებენ
16-05-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, ეს კი მასწავლებელთა დამსახურებაა.

ამ მიმართულებით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა. სასკოლო საზოგადოებამ ახლახან დედამიწის დღე აღნიშნა. მოსწავლეები ამ თარიღს საინტერესო აქტივობებით შეუერთნენ. 

საინტერესო და შინაარსიანი აქტივობებით დატვირთულმა ღონისძიებამ მოსწავლეებს კიდევ უფრო მძაფრად დაანახა ის საზრუნავი და საჭიროება, რასაც დედამიწა მისი მკვიდრებისგან ითხოვს.

„ჯვარას საჯარო სკოლა ყოველთვის დგას სკოლაში არაფორმალური განათლების მიღების სადარაჯოზე“,- ამბობენ სკოლაში და არაფორმალური განათლების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება