სიახლეები
სკოლები

წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ზოიძე ინგლისური ენის კონკურსის ფინალისტია
16-05-2024
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

პედაგოგებსა და ადმინისტრაციას განსაკუთრებულად აქვთ გააზრებული, თუ რა როლი აქვს სკოლას ინტელექტუალური და ერუდირებული თაობის აღზრდაში და იაზრებენ, რომ ყველაზე მთავარი მექანიზმი ქვეყნის სულიერი, კულტურული წინსვლის და შესაბამისად საკაცობრიო პასუხისმგებლობის აღებისათვის არის განათლება (ნათელი სულის ქონა) არა ვიწრო პროფესიონალური ცოდნით, არამედ ღრმად  სამყაროს შემეცნებით პროცესში ინტენსიური წვდომის მცდელობით - სკოლაში თამამად აღნიშნავენ, რომ სწორედ ამ შესაძლოა რთულ, თუმცა ძალიან საინტერესო, პროცესში ჩართვას უნდა ემსახურებოდეს ყველაფერი ოჯახიდან დაწყებული სახელმწიფო ინსტიტუციებითა და მსოფლიო გაერთიანებებით დამთავრებული და იმასაც ხაზგასმით აფიქსირებენ, რომ პასუხისმგებლობა, კეთილი ნება და შრომით გამოწვეული სიხარულის ავტორობა აკისრია სკოლებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზემოთ აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე განსაკუთრებით საინტერესოა მაღალმთიან, მცირეკონტინგენტიანი სკოლები, საიდანაც მოსწავლეთა სრული უმრავლესობა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ხდება მეტწილ რეპეტიტორების გარეშე - სწორედ ამ კატეგორიის სკოლას მიეკუთვნება შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ წაბლანის საჯარო სკოლა.

სკოლაში იმასაც აღნიშნავენ, რომ მოსწავლეთა (მუდმივად კლებადი რაოდენობა) სიმცირე, მთის პირობები, მრავალ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აშკარად ხელისშემშლელია, თუმცა მოსწავლეთა ნების, მასწავლებელთა ინტენსიური ძალისხმევით მკაფიო შედეგები იკვეთება, რაც სკოლისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

ბევრი გამოწვევის მიუხედავად პროფესიონალი პედაგოგების, დირექციის აქტიური მხარდაჭერითა და მოსწავლეების მონდომებით, სკოლას არაერთი წარმატება მიუღწევია და ამის ნათელი მაგალითია მუნიციპალურ კონკურსში მონაწილეობის შედეგები და ფინალისტი მოსწავლე მარიამ ზოიძე. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, IX კლასი, მარიმ ზოიძესთან ერთად, ყოველთვის 100% ჩართულობით გამოირჩევა ნებისმიერ სასკოლო, საგანმანათლებლო აქტივობებში. მიმდინარე სასწავლო წელს მარიამ ზოიძემ თავისუფლად მოახერხა ინგლისური ენის მასწავლებლის ლუიზა შარვაშიძის, სკოლის და არა მარტო, ოჯახის გახარება. 

ინდივიდუალური მუშაობით, მრავალმხრივი ცოდნით, სიღრმისეული განათლების მიღების სურვილით გამორჩეული IX  კლასელი მარიამ ზოიძე ინგლისური ენის კონკურსის ფინალისტია

აღსანიშნავია ისიც, რომ მარიამი გასულ სასწავლო წელს ფინალისტი და საპრიზო ადგილის მფლობელი იყო.

სკოლის დირექცია ულოცავს IX კლასს, ინგლისური ენის მასწავლებელს, ოჯახსა და სკოლას. ასევე, მადლობას უხდის ყველას, ვინც თუნდაც მცირეოდენი შრომა, ნება და რწმენა ჩადო მომავალი თაობის მეტი და ხარისხიანი წინსვლისათვის.  

სწრაფცვალებად სამყაროში (საუკუნის წინ დედამიწელთათვის ასეულობით წლებში რა ცვლილებებიც  ხდებოდა, ამ საუკუნეში ერთ დღეღამეშია მოსალოდნელი) გაუჩერებელი შრომის, კეთილგანზრახულობის, პასუხისმგებლობის, თვითკრიტიკულობის გარეშე შეუძლებელია ამ ეპოქის(ყველა ეპოქისგან განსხვავებულის) შესაბამისი სულის დაჭერა. მარიამთან ერთად ყველა გამარჯვებულია, ვის გარემოშიც, რომელ კლასშიც, ვისთანაც ერთად უწევს ყველაზე სასიხარულო პროცესის განათლების მიღება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები გამოქვეყნდა - სად უნდა ნახოთ ინფორმაცია და როგორ უნდა გაასაჩივროთ ქულა

„საავადმყოფოში მითხრეს, თუნდაც მთელი ყუთი თაგვის წამალი შეეჭამა, მაინც არაფერი დაუშავდებოდაო“

2025 წლის ტესტების ჩატარების განრიგი ცნობილია  - რეგისტრაციის ვადები და სხვა დეტალები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...