მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში STEM კლუბი „აბეკი“ წარმატებით მუშაობს.
ახლახან, STEM კლუბის წევრებს (კლუბის ხელმძღვანელი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ელისო ტაბატაძე) უმასპინძლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა იყო სასწავლო - შემეცნებითი ხასიათის. მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანამედროვე მოწყობილობები: რობოტი მასწავლებელი, რობოტი ექიმი, რობოტი ძიძა, რობოტი დირიჟორი, რობოტი მხატვარი და სხავადასხვა STEM პროექტები.
მოსწავლეები გაეცნენ ვირტუალურ და რეალურ-ვირტუალურ ლაბორატორიას და ჩაატარეს ცდები.
ამ დღემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.
სკოლა გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის პროფესორს, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის ხელმძღვანელს, დავით სონღულაშვილს. ამ შესაძლებლობისთვის STEM ინოვატორთა ასოციაციის ხემძღვანელებს. მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვისა და მხარდაჭერისთვის კი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასა და მერს ვახტანგ გადელიას, სენაკის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და მის ხელმძღვანელს დარეჯან ზარანდიას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.