სიახლეები
სიახლეები, ეტალონი, იაზროვნე

ლენტეხში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16-05-2024
-
+


„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს სტუმრობს. ლენტეხის რესურსცენტრში შეკრებილი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან 2024 წლის „ლენტეხის ეტალონი გუნდის“ გამოვლენას. 

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. ღონისძიების შედეგად გამოვლინდება ლენტეხის „ეტალონი გუნდი“. თითოეული გუნდი 4-4 მოსწავლისგან შედგება. გუნდებს ჰყავთ არჩეული კაპიტანი მოსწავლე, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა აკისრიათ. 

 



„ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების 8 გუნდის 32 მოსწავლე ეჯიბრება. 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ.

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძემ, ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მევლუდ ლიპარტელიანმა და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსმა მედიკო ხვისტანმა.

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა - შემთხვევა ავჭალაში მოხდა

როგორ უნდა ნახოთ მოსწავლის ჯამური შეფასების რეპორტი - დეტალური ინსტრუქცია

3 მიზეზი, როცა აპლიკანტებს თანხას სრულად დაუბრუნებს გამოცდების ეროვნული ცენტრი

პიროვნება

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება“

სკოლები

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება