მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში ენთუზიაზმითა და დიდი მონდომებით ჩაერთნენ, სადაც წარმატებას მიაღწიეს.
მათ დირექტორი ნუნუ კოპალიანი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა ცოდნა, სხარტი აზროვნება შესანიშნავად წარმოაჩინეს - კითხვებს უპასუხეს და საჭირო უნარები შეიძინეს. ცაგერის საჯარო სკოლის გუნდი მეორე ადგილზე, 71 ქულით გავიდა.
გუნდის კაპიტანი VII კლასელი ლუკა ჭაბუკიანი გახლდათ. ხოლო გუნდის წევრები იყვნენ: ბარბარე გუგავა - VII კლასი, ელენე გზობავა -VII კლასი და საბა ლარცულიანი - VI კლასი.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ მომავალში კვლავ წინსვლას უსურვებენ.
„წარმატებები ჩვენო ჭკვიანო ბავშვებო! წარმატებები ყველა ბავშვს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ 15 მაისს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ცაგერში გაიმართა. ინტელექტის და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების 14 გუნდის 70 მოსწავლე ეჯიბრებოდა, ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავამ, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა და ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.