მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, ასეთი საინტერესო აქტივობებით დატვირთული II ე კლასში ჩატარებული გაკვეთილი აღმოჩნდა.
„ხშირად ბავშვები ფიქრობენ, რატომ საყვედურობენ მათ მშობლები, რატომ სჯიან, რატომ უბრაზდებიან? - ყველა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ბათუმის N8 საჯარო სკოლის IIე (დამრიგებელი ირმა დევაძე) კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს წიგნი - მაკის ციტასის „ოჰ, ეს მშობლები“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია, იმსჯელეს, თუ როგორია ცხოვრება შეცვლილი როლებით, რა მოეწონათ და რატომ? ასევე იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდნენ მოქმედი გმირის ან მშობლების ადგილზე რომ ყოფილიყვნენ, განიხილეს მთავარი პერსონაჟის საქციელი და მისწერეს წერილი.
ბავშვებმა, ასევე მშობლების ჩართულობითა და დახმარებით შექმნეს პოსტერები, შეასრულეს სახალისო სავარჯიშოები.
ბოლოს, კლასში საინტერესო დისკუსია გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო თითოეული მოსწავლისთის.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.