მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს სკოლაში აღინიშნა დედამიწის დღე, დღესასწაული, რომელიც გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და პლანეტის დასაცავად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.
დედამიწის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს გორელოვკის N3 საჯარო სკოლაც.
წელს სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად მასწავლებლებთან ერთად დაასუფთავეს სოფელში არსებული მდინარის მიმდებარე ტერიტორია.
„დედამიწა ჩვენი სახლია“- ამ ლოზუნგით მოსწავლეებმა მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა აღნიშნეს და საზოგადოებასაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს.
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭრი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.