სიახლეები
სკოლები

„გილოცავთ, ბიჭებო ჩემპიონობას!“ - წყალტუბოს N4 სკოლის ვაჟთა გუნდმა ხელბურთში, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა
17-05-2024
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია, ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ხელბურთის ვაჟთა ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ წარმატებით.

ვაჟთა ახალგაზრდული ჩემპიონატი (2010-11 წწ.) საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ჩაატარა, სადაც გამარჯვებული გახდა წყალტუბოს ვაჟთა გუნდი „პრომეთე“. 

მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „ქარიშხალა“ (თბილისი), მესამე ადგილი კი გუნდმა - „ბსბ“ (ბათუმი) მოიპოვა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ.

„გვიხარია, რომ გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს ქალაქ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე- 8 კლასის მოსწავლეებმა: გიორგი გვიშიანმა, ვლადიმერ სალუქვაძემ და გიორგი სილაგაძემ. მადლობა შრომისთვის გუნდის ხელმძღვანელებს. გილოცავთ, ბიჭებო საქართველოს ჩემპიონობას! ეს ერთი და სხვა მრავალი!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება