მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩათულობით, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, საინტერესო ვიქტორინა ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ფიზიკის მასწავლებელი (ც.დვალი) და სკოლის ბიბლიოთეკარი (ნ.რატიანი).
ღონისძიება, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, უშუალოდ ჩაატარეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა (ლ.გორგასლიძე, ნ.კევლიშვილი, მ. გელხაური, ა მიქიაშვილი). მასში კი მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ ცოდნა და სხარტი აზროვნება შესანიშნავად წარმოაჩინეს.
შესვენების დროს, მაგიდის ჩოგბურთში მიღწეული წარმატებები დამსწრე საზოგადოებას გააცნო მე-9 კლასის მოსწავლემ - ა. მეტონიძემ.
გამარჯვებულ სამ მოსწავლეს (გ.მურუსიძე, ა.ჭელიძე, გ.კერესელიძე) სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა - ნ.ბოჭორიშვილმა წიგნები გადასცა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება
იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“