მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
გამონაკლისი დედამიწის დღეც არ ყოფილა. აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი კვირეული, სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა კლასში გამოცხადდა ნახატების კონკურსი, სადაც ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
სკოლაში, სამოქალაქო კლუბ „ნირვანას“ ხელმძღვანელმა, ცოტნე ფუტკარაძემ ჩაატარა მრავალფეროვანი ღონისძიება სახელწოდებით - „მოვუაროთ დედამიწას“.
თავდაპირველად ცოტნე ფუტკარაძემ სააქტო დარბაზში შეკრებილ სასკოლო საზოგადოებას აჩვენა დოკუმენტური ფილმი, რომელიც შემდეგ კითხვა-პასუხით განიხილეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს დედამიწისადმი მიძღვნილი ლექსები. მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს პრეზენტაციები, მუსიკის მასწავლებლის - ნატო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს საცეკვაო ნომრები და იმღერეს. მინარა მეხტიევამ წაკითხა ესე: „დედამიწა ჩემი სახლია“. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ბინალ გუსეინოვი და ისაუბრა დედამიწის დაცვის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ბოლოს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დაათვალიერეს მოსწავლეთა ნამუშევრები: ნახატები და პოსტერები და გამოავლინეს ორი საუკეთესო ნახატის ავტორი: ფარიშან ალიევა და სამა გუსეინოვა.
კვირეულის ბოლო დღეს მე-10გ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია - პროგრამის ფარგლებში გადაცემული ხელთათმანებით აღჭურვილებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და სპორტული მოედანი.
ბოლოს, კი კონკურსის ფარგლებში შექმნილი ყველა ნამუშევარი მათ სადემონსტრაციო კედელზე გააკრეს.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა