სიახლეები
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები ჟურნალისტის როლში და საინტერესო ინტერვიუ ბიბლიოთეკართან
20-05-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროექტი - „მასწავლებლები განახლების სკოლიდან“, რომელიც მოსწავლეებს ჟურნალისტების რანგში, პედაგოგებს კი, რესპოდენტებად აქცევს. 

პროექტის მონაწილეები აგრძელებენ სამუშაო შეხვედრებს პედაგოგებთან „ფინჯან ყავასთან ერთად“, ამჯერად, კი სტუმარი სკოლის ბიბლიოთეკარი იამზე აბულაძე გახლავთ.

ის 1974 წლის 9 ივლისს დაიბადა, განათლება მიიღო ხულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სემინარიაში, დაწყებითი კლასის მასწავლებლის კვალიფიკაციით. ამჟამად კი, განახლების საჯარო სკოლაში მუშაობს. 

„არასოდეს თქვა არასოდეს“ - ეს მისი საყვარელი ფრაზაა, მისაბაძი პიროვნება - დედა, ჰობი- ცხოველების, განსაკუთრებით ძაღლების მოვლაა, მისი საყვარელი პოეტი კი გალაკტიონ ტაბიძე გახლავთ. 

მისთვის მეგობრები არიან ის ადამიანები, რომლებიც შენს ყველა ტკივილს თუ სიხარულს იზიარებენ. მათ შუშასავით მოფრთხილება სჭირდებათ, მთავარია ადამიანებმა ერთმანეთის გაფრთხილება და პატივისცემა ვიცოდეთ.  

სკოლა გვიზიარებს საინტერესო ისტორია, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკარ იამზე აბულაძეს საზოგადოებას სულ სხვა თვალით აცნობს. 

პროექტში მონაწილე მასწავლებელებია: დარიკო მელაძე, ხათუნა დეკანაძე, ქეთევან დეკანაძე, თამილა დავითაძე. მოსწავლეებიკი: მარად ართმელაძე, ლუკა იაკობაძე, ნინი ბოლქვაძე. 

გიზიარებთ ინტერვიუს უცვლელად: 

- დაახასიათეთ საკუთარი თავი... 

- არ მიყვარს საკუთარ თავზე როცა ვსაუბრობ. მირჩევნია ჩემზე სხვებმა ისაუბრონ. თუმცა, ჩემს შინაგან თვისებებზე მოკლედ გეტყვით: ვარ ერთგული, სანდო. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისუფლად დამეყრდნოს. ვერასოდეს ვუღალატებ ადამიანს, როცა ჩემგან დახმარებას ელის. ვცდილობ, ყველას სიკეთით ვუპასუხო.

- როგორია თქვენი იდეალური დღე?

- მაშინ, როცა ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებ. იდეალურად ვთვლი იმ დღეს, როცა ოჯახის ყველა წევრი ჩემთან ერთადაა. არ ვიღლები როცა მათთვის ვირჯები, ვფუსფუსებ. ბავშვებთან გატარებული დღე და კარგ წიგნს როცა ვკითხულობ, ის დღეც იდეალურია ჩემთვის.

- თქვენი სამაგიდო წიგნი არის?

- ბევრი წიგნი მიყვარს. მაგრამ განსაკუთრებით „ვეფხისტყაოსანი“. წიგნი, რომელიც ჩემს ოჯახში საპატიო ადგილას დევს.

- საყვარელი გამონათქვამი წიგნიდან?

- „ახალგაზრდებს ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს - უგემური მიშტერება, კარგ ჩაის- ცუდი ჭურჭელი, და კარგ წიგნს- ცუდი მკითხველი“ (კონსტანტინე გამსახურდია).

- წიგნებთან ურთიერთობის დროს თქვენი ემოცია?

- წიგნი ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია. მე მას ვუმზერ როგორც ერთ დიდ ადამიანს . წიგნისგან ვსწავლობ. არ შემიძლია წიგნი ემოციის გარეშე წავიკითხო. თითქოს რეალურ ცხოვრებაში ნაწარმოების გმირებთან ერთად მიწევს ცხოვრება. მტკივა, განვიცდი, მიხარია მათთან ერთად.

- თქვენი აზრით,აქვს სამყაროს დასასრული?

- სამყაროს დასასრულის არ მჯერა. მინდა სულ არსებობდეს. ალბათ ყველაფერი ჩვენს მიერ რეალობის აღქმაზეა დამოკიდებული.

- მუსიკა, სიჩუმე თუ ლექსები?

- სამივე-განურჩევლად. გემოვნებიანი მუსიკის მოსმენის დროს ადამიანი მეტად ვითარდება. ამ დროს იხვეწება და უვითარდება გემოვნება. მეტი მოთხოვნილება უჩნდება უსმინოს და იფიქროს ყველა საკითხზე. სიჩუმე ხელს უწყობს ამ ყველაფრის აღქმაში.ადამიანი მაშინ უფრო იზრდება, როცა თვითშეფასების უნარი განვითარებული აქვს. სიჩუმე,ფიქრი, ანალიზი, შეფასება გვეხმარება საკუთარ თავს ვკითხოთ, როგორები ვართ სინამდვილეში, რა გვჭირდება იმისთვის უფრო უკეთესები რომ გავხდეთ...

ლექსები- სულიერი ტკბობააა. მათი წაკითხვის დროს ყველა ემოცია ერთდროულად შემოდის ჩემში.

- ისურვებდით თუ არა ცნობილი ადამიანი გამხდარიყავით? თუ კი,რა გზით?

- სურვილი, რომ მე ვიყო ცნობილი ადამიანი, ცოტა გადამეტებულად მეჩვენება. ამჟამად, მე მაქვს ის მდგომარეობა რომ ვიყო კმაყოფილი, სხვა რამეებზე არ ვიოცნებო.

- ხვალ რომ გაიღვიძებ,რაიმე ახალი თვისება ან უნარი რომ გქონდეს, რა იქნებოდა ეს?

- ნეტა მქონდეს ჯადოსნური ჯოხი,რისი დახმარებითაც შევძლებდი ქვეყნად ბოროტების მოსპობას.

- რა არის შენი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა?

- ოჯახი . მყავს შვილები, რომელთა ცხოვრება ჩემთვის უდიდესი მიღწევაა.

არ ვიცი, კარგ დედობაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა! ასევე , გეტყვით რომ სკოლაში მიმდინარე სასწავლო წელს გახლდით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში: „სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარება“ -ის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკაში შემოვიტანეთ ინვენტარი და განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობა, სადაც სკოლის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. 

- იამზე არის....

- ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს აკეთოს სიკეთე, ისე იცხოვროს უკან მოხედვის არასოდეს ეშინოდეს. პასუხისმგებლობით აკეთოს მასზე დაკისრებული საქმეები და იხაროს როგორც სხვისი, ასევე თავისი წარმატებით.

- და ბოლოს..

თქვენ მომეცით შესაძლებლობა, მესაუბრა საკუთარ თავზე, საქმიანობაზე. თითქოს ერთი პატარა წიგნი დავწერე, რომელსაც შევინახავ ჩემს ოქროს არქივში. მადლობა იმისათვის, რომ ამ პროექტს ახორციელებთ. ვფიქრობ, საუკეთესო შედეგი დადეთ. წარმატებებს გისურვებთ შემდგომში. იმედი მაქვს, ისევ გექნებათ შესაძლებლობა, ახალ პროექტს ჩაუყაროთ საფუძველი. თვალყურს გადევნებთ, ვამაყობ თქვენით.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 








კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და  პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება

ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით 

პირველი ტესტირების თარიღი ცნობილია - რეგისტრაცია დაიწყო

ინიციატივა მე-11 კლასის მოსწავლეებს ეხება - დეტალური ინფორმაცია

რომელი სკოლები წარადგენენ ანგარიშს - სია ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

საჯარო სკოლა არაერთ საერთაშორისო პროექტს სთავაზობს მოსწავლეებს

მასწავლებლებმა საკითხში ცოდნა აიმაღლეს და სერტიფიკატითა და სასაჩუქრე პაკეტით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება